“სარაგოსას” თავკაცი, მანოლო ხიმენესი “ბარსელონას” დაუმარცხებელ მეტოქედ არ მიიჩნევს. მანოლოს შეგირდები “ნოუ კამპზე” უკვე ხვალ ითამაშებენ პრიმერას მე–12 ტურში.
“ჩვენ 120 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ. თუკი 100 პროცენტით დავიხარჯებით, როგორც “ბარსელონა”, მაშინ აუცილებლად დავმარცხდებით. თუკი იღბალი ჩვენს მხარეს იქნება, მაშინ შეიძლება წინ წარმატება გველოდებოდეს” – განაცხადა ხიმენესმა.
“კატალონიელები ცუდი ბიჭივით არიან, რომლებიც გართმევენ ბურთს და უკან დაბრუნება არ სურთ. გამარჯვება “ნოუ კამპზე” შესაძლებელი, ეს რა თქმა უნდა რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. მთავარია ეჭვების გარეშე ვითამაშოთ” – დაასრულა მანოლო ხიმენესმა.
P.S. ესეც ჩემი 2700–ე სიახლე ბარსამანიაზე
