ესპანური “სარაგოსას” თავდამსხმელმა, ვიქტორ როდრიგესმა განაცხადა, რომ იცის თუ რა არის საჭირო იმისათვის, რათა “ბარსელონასთან” არ დამარცხდეს. იტყობინება ესპანური პრესა.
მე-12 ტუში “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე მანოლო ხიმენესის შეგირდებს მიიღებს.
“რა თქმა უნდა, “ბარსელონასთან” მატჩი “კამპ ნოუზე” ჩემთვის განსაკუთრებულია. ჩვენ გუნდს ყოველთვის სურს გაიმარჯვოს და პროგრესი განიცადოს. ამ მატჩში მოედანზე ჩვენ სწორედ ასეთი განწყობით უნდა გავიდეთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ არ დავუშვათ შეცდომები და ჩვენი შანსები გამოვიყენოთ. “ბარსელონას” წინააღმდეგ წარმატებული თამაშისთვის და ქულებისთვის ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების 200%-ის გამოყენება გვმართებს.” – განაცხადა როდრიგესმა.
