გუშინ ჩილესა და სერბეთის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დაზიანება მიიღო “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა.
ალექსის სანჩესმა შეცვლა მატჩის მე–20 წუთზე ითხოვა ტერფში ტკივილის გრძნობის გამო. შეხვედრის მე–15 წუთში მან ლუკა მილივოევიჩისგან დარტყმა მიიღო.
ჩილეს ნაკრების ექიმებმა დაზიანება დაადასტურეს, თუმცა მათ ტრავმის სერიოზულობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ფეხბურთელი დეტალურ გამოკვლევას დღეს, ბარსელონაში ჩასვლის შემდეგ გაივლის.
