მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი – ჯარიმების ოსტატი გასვლით მატჩებში

ჩავი – ჯარიმების ოსტატი გასვლით მატჩებში

ლა ლიგის მე-11 ტურში “მალიორკასთან” მატჩში (2:4), ჩავი ერნანდესმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურით თავისი 76-ე გოლი გაიტანა, მე-4 გოლი ამ სეზონში და მე-10 ჯარიმა მთლიანი კარიერის მანძილზე “ბარსელონას” პირველ გუნდში. საინტერესოა, რომ ცხრა გოლ ი ათიდან გატანილია არა “კამპ ნოუზე” არამედ მეტოქის მოედნებზე. ჩავი ჯარიმების სპეციალისტია – გასვლით მატჩებში. 

 

პირველი გოლი “სან სებასტიანზე” 

 

პირველი ჯარიმა ჩავიმ 2001 წლის 29 სექტემბერს გაიტანა. ეს მოხდა ლა ლიგის მე-5 ტურში “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ. მისმა საჯარიმო გოლმა ანგარიში 0:2 გახადა და “ლურჯ-ბროწეულისფრებს” საბოლოო გამარჯვება მოუტანა. იმავე სეზონში მან გაიტანა მეორე და უკანასკნელი ჯარიმა “კამპ ნოუზე”. ეს მატჩიც (0:2) დასრულდა “ესპანიოლის” წინააღმდეგ. 

 

რონალდინიოს ჩრდილში 

 

2002 – 2008 წლებში ჩავიმ მხოლოდ ორჯერ დაამწუხრა მეტოქე საჯარიმო დარტყმით. ეს ორი გოლი შედგა ბეძნული “პანიონიოსის” მოედანზე (0:3) და “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე”, “ხეტაფეს” წინააღმდეგ (1:1). უეფას თასისა და ლა ლიგის მატჩზე ორივე გოლი შემთხვევით გავიდა, რადგან არცერთ შემთხვევაში მოედანზე არ იმყოფებოდა რონალდინიო – საუკეთესო საჯარიმო შემსრულებელი მსოფლიოს იმ ეპოქაში. 

 

კიდევ 6 გადამწყვეტი გოლი 

 

სწორედ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მოახერხა თავისი ნიჭის გამოვლენა საჯარიმო დარტყმებში. მაგრამ ამავდროულად მისმა უკანასკნელმა ექვსმა საჯარიმომ გადამწყვეტი როლი ითამაშა. მან გახსნა ანგარიში გასვლით მატჩში “მალაგას” წინააღმდეგ (1:4) 2008-2009 წლების სეზონში. “გრანადას” მოედანზე (0:1) და “სევილიას” წინააღმდეგ 2011-2012 წლების სეზონში, ასევე პრიმერას უკანასკნელ ტურში “მალიორკას” წინააღმდეგ (2:4). ასევე გასახსენებელია გოლი, რომელიც კოპა დელ რეის ფინალში გამარჯვება გაუმყარა გუნდს “ატლეტიკთან” (1:4), ასევე “ვილიარეალთან” 2009-2010 წლების სეზონში, რომელმაც “ბარსა” ლა ლიგის ჩემპიონობას მიუახლოვა 99 ქულით. 

 

ჩავის საჯარიმო გოლები 

 

2001-2002 წლის სეზონი

ლა ლიგა. მე-5 ტური. “რეალ სოსიედადი” – “ბარსელონა” (0:2)

ლა ლიგა. 37-ე ტური. “ბარსელონა” – “ესპანიოლი” (2:0)

 

2003-2004 წლის სეზონი

უეფას თასი. 1/32. “პანიონიოსი” – “ბარსელონა” (0:3)

 

2006-2007 წლის სეზონი

ლა ლიგა. მე-17 ტური. “ხეტაფე” – “ბარსელონა” (1:1)

 

2008-2009 წლის სეზონი

ლა ლიგა. მე-9 ტური. “მალაგა” – “ბარსელონა” (1:4)

კოპა დელ რეი. ფინალი. “ატლეტიკი” – “ბარსელონა” (1:4)

 

2009-2010 წლის სეზონი
ლა ლიგა. 35-ე ტური. “ვილიარეალი” – “ბარსელონა” (1:4)

 

2011-2012 წლის სეზონი 

ლა ლიგა. მე-9 ტური. “გრანადა” – “ბარსელონა” (0:1)

ლა ლიგა. 27-ე ტური. “სევილია” – “ბარსელონა” (0:2)

 

2012-2013 წლის სეზონი

ლა ლიგა. მე-11 ტური. “მალიორკა” – “ბარსელონა” (2:4)

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში