მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: “მწვრთნელის შეცვლის გამო გუნდი თამაშს ვერ დაივიწყებდა”

კრუიფი: “მწვრთნელის შეცვლის გამო გუნდი თამაშს ვერ დაივიწყებდა”

 

“ბარსელონას” ყოფილმა მოთამაშემ და მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ ესპანეთის საჩემპიონო ტიტულის ხელიდან გაშვება “ბარსელონას” მხოლოდ საკუთარი შეცდომებით შეუძლია.

 

“გუნდი სწორ გზაზეა. რა თქმა უნდა, მთავარი მეტოქე როგორც ყოველთვის “რეალია”. ახლა ისინი 8 ქულით უკან იმყოფებიან, რაც კომფორტული სხვაობაა. პრიმერაში გამარჯვება სრულად “ბარსელონას” ხელშია. ტიტულის დაკარგვა კატალონიელებს მხოლოდ საკუთარი შეცდომებით შეუძლიათ. მესი წარმოუდგენელ ფორმაშია. პელეს რეკორდი უკვე დაამხო. ლიონელი ძალიან კარგია, როგორც მოთამაშე, ის ძალიან ბევრს იტანს და იმსახურებს გულშემატკივრების სიმპათიას. ის ამტკიცებს, რომ იმ პოზიციაზე, სადაც თამაშობს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ საუბრებს დიდი ყურადღება არ უნდა დაეთმოს“.

 

იოჰან კრუიფმა ასევე ტიტო ვილანოვას წარმატებულ სტარტზე გააკეთა შეფასება: “ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ მწვრთნელის შეცვლის შემდეგ გუნდი ივიწყებს თამაშს? შესაძლოა ზოგიერთები ფიქრობენ, რომ თამაში მესის გვარდიოლამ ასწავლა, ხოლო ვილანოვა მას სათამაშო მანერებს ართმევს? არა, მწვრთნელებს სულ სხვა სამუშაო აქვთ. თუკი ვილანოვა ამ თამამდებობაზე დანიშნეს ნიშნავს, რომ მან ბევრი იცის და ესმის, თუ როგორ უნდა მოიქცეს რთულ დროს” – დაასრულა კრუიფმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში