“შალკეს” მენეჯერმა, ჰორსტ ჰელდტმა განაცხადა, რომ არაფრის თქმა არ შუეძლია ჰოლანდიელი ფეხბურთელის, იბრაჰიმ აფელაის მომავალზე.
შეგახსენებთ, რომ აფელაის უფლებებს “ბარსელონა” ფლობს, ხოლო გერმანულ კლუბში ის არენდის სახით ასპარეზობს. ფეხბურთელმა 4 გოლის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც მან გულშემატკივრების სიყვარული და აღიარება მოიპოვა.
აფელაიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი სურვილი კატალონიურ კლუბში დაბრუნებაა. ამის შესახებ “შალკეს” მენეჯერმაც ისაუბრა: “ჩვენ მხოლოდ საკუთარ ემოციებზე შეგვიძლია საუბარი. იბრაჰიმ აფელაიმ “შალკეში” დარჩენა თავად უნდა ისურვოს” – განაცხადა ჰელდტმა.
