მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბორგი:” ალექსისი გოლეადორი კი არა ასისტენტია”

ბორგი:” ალექსისი გოლეადორი კი არა ასისტენტია”

ჩილეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო ბორგიმ ალექსის სანჩესზე ისაუბრა. 

 

“მასზე დიდი ზეწოლაა, რადგან ის ვერ თამაშობს ისეთ მაღალ დონეზე, როგორც შეუძლია, მაგრამ მე ვიცი, რომ ის ძალიან ბედნიერი და ამაყია, რომ თამაშობს “ბარსელონაში”, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში.” 

 

“კრიტიკა ყოველთვის კარგი არ არის. ეს დიდ გავლენას ახდენს ფეხბურთელზე, რომელიც ჯერ კდიევ ადაპტაციას გადის გუნდში. ალექსისისთვის რთულია ერთი შეებით პასის გადაცემა და ამაზე ის ყოველდღე მუშაობს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ვფიქრობ ის არასწორ პოზიციაზე დგას. მისგან ითხოვენ გოლების წვიმას, ჩემი აზრით კი სანჩესი გოლეადორი კი არა ასისტენტია. მას შეუძლია შექმენას გოლები.” 

 

“ჩემი რჩევა იქნება, რომ არ აჩქარდეს. ხალხს ყველაფერი სწრაფად უნდა, ფეხბურთელმა კი ყველაფერი უნდა გააანალიზოს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება “ოქროს ბურთზე” ხმის მიცემას, მე ხმას ლეო მესის და პეპ გვარდიოლას მივცემ” – დაასრულა ბორგიმ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში