მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე:” ოქროს ბურთისთვის ჩემ თავს ხმას არ მივცემ”

პიკე:” ოქროს ბურთისთვის ჩემ თავს ხმას არ მივცემ”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ხერარდ პიკემ ესპანურ გამოცემა ელ მუნდო დეპორტივოს ვრცელი ინტერვიუ მისცა. 

 

“ლეო მესის ფანი 14 წლიდან გავხდი. პატარაობიდანვე მივხვდი, რომ ის განსაკუთრებულია. “

 

“რა თქმა უნდა საკუთარ თავს ხმას არ მივცემ, რადგან მე არ მითამაშია მაღალ დონეზე და არ ვარ საუკეთესო. ამ ტიტულს სხვა იმსახურებს.”

 

“რა თქმა უნდა გუნდში არის საკადრო პრობლემები. მაგრამ გუნდს მაღალი კლასის შემტევები ჰყავს და ამიტომ ჩვენ იმაზე მეტ გოლს გავიტანთ ვიდრე გაგვიტანენ. როდესაც ჩვენ ვუტევთ, გოლის მიღების რისკები იზრდება, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი დალაგდება.” 

 

პიკეს ჰკითხე “მადრიდსა” და “ლევანტეს” შორის გამართულ მატჩში პეპეს ინციდენტზე: ” მე არ ვიცი რა მოხდა და არც მინდა, რომ ვიცოდე. უკვე დიდი დროა გასული იმის შემდეგ რაც ხალხმა ფეხბურთელები კარგად გაიცნო და ყველამ იცის ყველას ხასიათი. როდესაც შენ გაქვს ისტორია, ეს შეიძლება მოხდეს ერთხელ, ორჯერ ან ბევრჯერ. მე არ ვიცი მომხდარის დეტალები და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ როდესაც ერთ ადამიანს აბრალებენ ბევრ რამეს, ვინმემ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. “

 

კიდევ უფრო ვრცელი ინტერვიუ ამ დღეებში ელ მინდო დეპორტივოს გაზეთში გამოქვეყნდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში