ვალენსიური “ლევანტეს” მთავარმა მწვრთნელმა, ხუან იგნასიო მარტინესმა გაიხუმრა, რომ მესის და რონალდოს შეუძლიათ მის გუნდში გადმოვიდნენ.
“მე ხმის მიცემა არ შემიძლია, მაგრამ ვთვლი, რომ ორივე ფეხბურთელი საუკეთესოა. მათ ორივეს შეუძლია ჩვენს კლუბში გადმოსვლა, ჩვენი კარი მათთვის ყოველთვის ღია იქნება.” – გაიხუმრა მარტინესმა.
“ახლა “მადრიდი” ისე ვერ ბრწყინავს, როგორც ჩვეულებრივ. სწორედ ჩვენ დავამარცხეთ “რეალი” ასწლიანი ისტორიის მანძილზე და ეს ჩვენი მონაპოვარიდან ერთ-ერთი გამოსარჩევია. იქ რა თქმა უნდა იყო ბევრი საუბარი, მაგრამ მაურინიომ მოგვილოცა და შეგვაქო. ვფიქრობ ეს ორი გუნდი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ორივე გუნდი გვაჯაჭვებს საკუთარ მოედანზე და გვიტევს განუწყვეტლივ.” – დაასრულა მარტინესმა.
