მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდი გლაზგოში გაემგზავრა

გუნდი გლაზგოში გაემგზავრა

 

“ბარსელონამ” 10:30 საათზე “ეს პრატის” აეროპორტი დატოვა და გეზი შოტლანდიისკენ აიღო, სადაც ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე–4 მატჩში გუნდი “სელტიკს” დაუპირისპირდება.

 

გუნდის ექსპედიცია გლაზგოში 13:25 საათზე ჩაფრინდება, რის შემდეგაც ფეხბურთელები სასტუმრო “Hotel Radisson”–ში გადაინაცვლებენ დასასვენებლად. 19 საათზე გუნდი “სელტიკ პარკზე” ვარჯიშს გამართავს. 18 საათზე პრეს–კონფერენციას გამართავენ ტიტო ვილანოვა და ალექს სონგი.

 

“სელტიკი” და “ბარსელონა” ხვალ, 23:45 საათზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გამარჯვების შემთხვევაში ორი ტურით ადრე “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ასპარეზობა განაღდებული ექნება.

 

სურათები:


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში