მარკ ბარტრამ განაცხადა, რომ გუნდი ძალიან დიდ მნიშვენლობას ანიჭებს “სელტიკ პარკზე” გასამართ შეხვედრას, რადგან გამარჯვების შემთხვევაში გუნდი შემდეგ ეტაპზე გასვლას ინაღდებს. ამავდროულად მცველი ფრთხილად საუბრობს ამ თამაშზე, რადგან “3 ქულის აღება ადვილი არ იქნება, თუკი მოედანს და ტურნირს გავითვალისწინებთ“. ამიტომაც ბარტრა მიიჩნევს, რომ გამარჯვებისთვის გუნდმა “საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს“.
აქებს ტიტო ვილანოვას მართვის სისტემას
ბარტრა საკუთარ თავს ამბიციურ მოთამაშეს უწოდებს, რომელმაც პროგრესი ყოველ დღიურად უნდა განიცადოს. ტრავმების გამო, რომელიც გუნდს თავს არ ანებებს ტიტომ ძირითადში მარკი გამოაჩინა: “მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. მწვრთნელის ყველაფერს აკონტროლებს. მან იცოდა, როგორ შემეძლო მე გუნდისთვის დახმარება“.
ფეხბურთელმა საუბრისას აღნიშნა, რომ ის მხოლოდ 1 აზრით ვარჯიშობს: “საუკეთესოდ წარმოვაჩინო თავი, როცა ამის დრო მოვა. ბევრი რამ არის ისეთი, რისკენაც ისწრაფი, თუმცა ყველაზე მთავარია გამოიყენო ის სათამაშო დრო, რომელსაც მოგცემენ” – დაამატა მან. ბარტრამ ასევე აღნიშნა, რომ ტრავმირებული მცველების ყოფნის დროს გუნდი კარგად გაუმკლავდა სიტუაციას: “ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ როგორი გუნდი და უნივერსალური ფეხბურთელები გვყავს“.
მოტივაცია
ყველაზე მეტად პირველი გუნდში ცენტრალური მცველი მოხიბლულია იმით, თუ როგორ სურს გუნდს კლავ გამარჯვებები და ტიტულების მოგება: “მე გუნდის ყოველი წევრის მოტივაციით გაკვირვებული ვარ. ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან. ამ გუნდის სიდიადე იმაშია, რომ არასდროს ნებდება და ყოველთვის მეტი სურს” – განაცხადა ბარტრამ.
პიკეს დაბრუნება
ბარტრა დადებითად შეეგება ხერარდ პიკეს განაცხადში დაბრუნებას: “ეს გუნდისთვის ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, რადგან საუბარი მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველზე გვაქვს. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც სუსტი მხარე არ აქვს. შესაძლოა მის გვერდით თამაშმა ხელი შეუწყოს ჩემი, როგორც ფეხბურთელის გაზრდას“. ბარტრამ ასევე მასკერანო შეაქო: “ის შესანიშნავად შეეგუა ცენტრალური მცველის პოზიციას. მასთან ერთად თამაშისას ბევრს ვსწავლობ“.
