მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საუკეთესო სტარტი კლუბის ისტორიაში

საუკეთესო სტარტი კლუბის ისტორიაში

 

”ბარსელონამ” 2012/13 წლის სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ლა ლიგის მე-10 ტურში, ”სელტას” დამარცხების შედეგად ტიტო ვილანოვას გუნდმა ახალი რეკორდი დაამყარა. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ გუნდს 10 ტურის შემდეგ 9 მატჩი აქვს მოგებული, რაც კლუბის ისტორიაში ლა ლიგაში საუკეთესო სტარტია.

 

დღევანდელ დღემდე საუკეთესო სტარტის ავტორი ლუის ვან გაალის გუნდი იყო. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ეს რეკორდი კატალონიურ კლუბში ყოფნის პირველ სეზონში დაამყარა. 1997 წელს ”ბარსამ” პრიმერას 10 შეხვედრიდან 8 გამარჯვებით დაასრულა.

 

32 გოლი 12-ის წინააღმდეგ

 

პრიმერა დივიზიონში ”ბარსას” 32 გოლი აქვს გატანილი, ხოლო საკუთარ კარში 12 ბურთი მიიღეს. კატალონიური გუნდი გამარჯვებების სერიის გაგრძელებას მომავალ კვირას შეეცდება, როცა სტუმრად ”მალიორკას” ესტუმრება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში