ესპანური “სელტას” მთავარმა მწვრთნელმა, პაკო ერერამ კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” შეადარა, იტყობინება ესპანური პრესა. ცნობისთვის დღეს ღამით, ერერას გუნდი სწორედ “ბლაუგრანას” დაუპირისპირდება “კამპ ნოუზე”.
“თუ შენ ადარებ “ბარსელონასა” და “რეალს”, შენ საუბრობ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებზე . უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდელები ნოკაუტით განადგურებენ, ხოლო კატალონიელები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გიღებენ ბოლოს. “რეალს” შეიძლება დიდხანს არ ეჭიროს ბურთი, მაგრამ როცა აქვს იყენებს ამას და მომაკვდინებლად გიტევს, ხოლო “ბარსა” ბურთს არ აძლევს მეტოქეს,” განაცხადა ერერამ.
