კატალონიის “ბარსელონა” დაინტერესებულია “პორტუსა” და კოლუმბიის ნაკრების ფორვარდით, ჯექსონ მარტინეზით, იტყობინება El Mundo Deportivo.
წყაროზე დაყრდნობით, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩს, “პორტუსა” და “მარიტიმუს” შორის, “ბარსელონელთა” სკაუტი ესწრებოდა. ამის მიზეზი კი ჯექსონ მარტინეზი იყო, 26 წლის შემტევი.
ცნობისთვის პორტუგალიურმა კლუბმა მარტინეზი ზაფხულში 9 მილიონ ევროდ შეიძინა და მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონია. მიმდინარე სეზონში კოლუმბიელმა უკვე 8 გოლის გატანა მოახერხა.


