როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ქვეყანას მოევლინა ლიონელ მესის შვილი, ტიაგო მესი. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს, რომელიც ჯერ არც კი გსმენიათ ახალშობილის შესახებ.
1. ტიაგო მესისთან ერთად 2 ნოემბერს არის დაბადებული უეინ რუნის შვილი, კაი რუნიც.
2. ტიაგო მესის იმ რაოდენობის გოლი აქვს გატანილი ნოემბერში, რამდენიც ლიონელ მესის, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, კრიშტიანუ რონალდუს, რობინ ვან პერსის და რადამელ ფალკაოს.
3. ტიაგო მესის ამ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში იგივე რაოდენობის საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული და გოლი გატანილი, რამდენიც სტუარტ დაუნინგს.
4. ტიაგო მესის უკვე შესთავაზა კონტრაქტის გაფორმება ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.
5. ტიაგო მესის ზუსტად იგივე რაოდენობის გოლი აქვს გატანილი “ჩელსისთან”, რამდენიც მის მამას 🙂
