მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ შეიძლება ”სელტასთან” არ ითამაშოს

მესიმ შეიძლება ”სელტასთან” არ ითამაშოს

 

”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ პრიმერას მე-10 ტურის შეხვედრა, ”სელტასთან” შეიძლება მეუღლის მშობიარობის გამო გამოტოვოს, იტყობინება ”Sport.es”.

 

ამჟამად ლეო მესი და მისი მეუღლე, ანტონელა როკუზო ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებიან, სადაც ბავშვის დაბადებას ელოდებიან. ამასთან დაკავშირებით არგენტინელი ნამდვილად გამოტოვებს გუნდის დღევანდელ ვარჯიშს.

 

აქვე დავამატებთ, რომ ”ბარსელონამ” მესის თავად მისცა არჩევანის უფლება. არგენტინელი თავად გადაწყვეტს ითამაშებს თუ არა ”სელტასთან” და აიღებს თუ არა რამდენიმე დღიან შვებულებას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში