”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ ესპანურ პრესასთან საუბრისას უარყო გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ მას ცუდი ხასიათი აქვს. ასევე ხშირად დაიწერა იმისა შესახებ, რომ ამს თანაგუნდელებთან ცუდი ურთიერთობა აქვს.
”ამბობენ რომ მე პატარა დიქტატორი ვარ? ილაპარაკონ რაც უნდათ, მე ეს არ მაინტერესებს. მთავარია ისაა, რომ ჩემმა თანაგუნდელებმა იციან, თუ როგორი ადამიანი ვარ სინამდვილეში. ჩემს შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ჩნდება. ზოგჯერ ღმერთს მადარებენ. ასეთ დროს უბრალოდ გვერდით გავდივარ და ასეთი საუბრებისგან შორს ყოფნა მსურს” – განაცხადა ლეო მესიმ.
