მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: ”არის 5 ფასეულობა, რამაც ”ბარსელონას” წარმატებები გამოიწვია”

როსელი: ”არის 5 ფასეულობა, რამაც ”ბარსელონას” წარმატებები გამოიწვია”

 

”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა კატალონიის სკოლის მოსწავლეებთან გუნდზე, ფეხბურთელებზე და ფასეულობებზე ისაუბრა.

 

”ჩვენთან 5 ფასეულობას სცემენ პატივს, რის შედეგადაც გუნდმა ასეთ წარმატებებს მიაღია. ასენი პატივისცემა, შრომისმოყვარეობა, ამბიცია, გუნდური თამაში და მოკრძალება. პატივისცემა გამოიხატება იმაში, რომ ადამიანები კარგად ეპყრობიან ერთმანეთს მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ”ბარსელონას” ქომაგები. მოკრძალება გამოიხატება იმაში, რომ შენი წარმატებებით თავს არ უნდა იწონებდე და არ უნდა იქცეოდე გამომწვევად. ამის მაგალითი ლეო მესისგან შეიძლება ავიღოთ.

 

ასევე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ”ბარსელონას” ფეხბურთელები წარმატებების აღნიშვნისას მეტოქეებს შეურაცხყოფას არ აყენებენ. შრომისმოყვარეობაზე კვლავ ლეო მესის მაგალითს მოვიყვან, რომელმაც ”რაიო ვალეიკანოსთან” შეხვედრაში 89-ე წუთზე 35 მეტრი გაირბინა დაცვის დასახმარებლად. ამბიციასთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ 14 ტიტულის მოგების შემდეგ გუნდი კვლავ გამარჯვებებისთვის იბრძვის. რაც შეეხება გუნდურ მოქმედებას, შეგახსენებთ ლეო მესის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ მისი წარმატებები თანაგუნდელების გარეშე არ იქნებოდა” – განაცხადა სანდრო როსელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში