”ბარსელონას” აკადემიამ შეიძინა კოლუმბიელი თავდამსხმელი, ჯანკარლო პოვედუ, რომელმაც კარიერა ”არსენალში” დაიწყო, იტყობინება ”El Mundo Deportivo”.
ადრე პოვოდუს ოჯახი მალაგაში გადაბარგდა, სადაც ფეხბურთელი ”პუერტო მალაგენიოს” შეუერთდა და კარგი თამაშის შედეგად ”ბარსელონას” სკაუტების ყურადღება მიიპყრო.
ამჟამად ჯანკარლო ”ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს, სადაც 1999 წელს დაბადებული ბავშვები არიან. მან უკვე რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
