”ალავესი” – ”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

”ალავესი” – ”ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

 

 – 4 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ”ბარსასთვის” თასის პირველ შეხვედრაში. 2007/08 სეზონში გუნდმა ასევე 3:0 დაამარცხა ”ალკოიანო”.

 

 – ნოლზე დასრულებული მატჩები სათასო შეხვედრისთვის კანონზიმოიერება ხდება. გუნდს უკვე სამეფო თასის სასტარტო 6 შეხვედრაში არ გაუშვია გოლი (”ალკოიანი” 0:3, ”ბენიდორმი” 0:1, ”კულტურალი” 0:2, ”სეუტა” 0:2, ”ოსპიტალეტი” 0:1 და ”ალავესი” 0:3).

 

 – გუნდმა მეხუთედ მოიგო თასის პირველი შეხვედრა ანგარიშით 3:0. ყველა შემთხვევაში კატალონიური გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

 

 – სესკმა ”ალავესის” კარის დალაშქვრა მოახერხა და უკვე 5 ბურთი დაუგროვდა ბოლო 6 შეხვედრაში (”სევილია” – 2, ”ბენფიკა”, ”რაიო” და ”ალავესი”).

 

 – სერხი რობერტო, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდა მოედანზე. მან მოედანზე 90 წუთი გაატარა, 74 გადაცემიდან კი 69 ზუსტი იყო.

 

 – კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე სეზონში დებიუტი ჰქონდა ხოსე მანუელ პინტოა. მოედნიდან ინიესტას გასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლავური მას გადაეცა.

 

 – მიმდინარე სეზონში პირველი გატანილი გოლის შემდეგ (”სელტიკთან” ჩემპიონთა ლიგაში) ანდრეს ინიესტამ კვლავ მოახერხა მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა.

 

 – ვილიას ფორმა უმჯობესდება და ”რაიოსთან” მატჩის მსგავსად მან გუშინ კვლავ შეხვედრის პირველი გოლი გაიტანა. ის საშუალოდ გოლს ყოველ 73 წუთში ერთხელ იტანს.

 

 – ხავიერ მასკერანომ გუშინდელ შეხვედრაში ყველაზე მეტჯერ დაიბრუნდა ბურთი (16). არგენტინელმა ასევე ყველაზე მეტი გადაცემა (95 პასი) გააკეთა.

 

 – გუშინდელ შეხვედრაში გოლის გატანა დავიდ ვილიამ და სესკ ფაბრეგასმა მოახერხა. ისინი გუნდის მე-2 საუკეთეს გოლეადორები არიან. მათ 5-5 გოლი აქვთ გატანილი, ხოლო 17 ბურთით პირველ ადგილზე ლეო მესია.

 

 – ალვესი მადრიდის ”რეალთან” მიღებული ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს. ბრაზილიელი ძალიან აქტიური იყო და საჯარიმოში ბურთი 13-ჯერ ჩააწოდა, როცა სესკს, მონტოიას და სანჩესს მხოლოდ თითო-თითო ჩაწოდება აქვთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward