კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ არ სურს “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა, მან საკუთარი აზრი გამოხატა ფრანგულ კლუბზე.
“მინდა თუ არა “პსჟ”-ში თამაში? არა, არა!, მე “ბარსელონაში” მსოფლიოს საუკეთესო პარტნიორები მყავს. ჩვენ ყოველ წელს ვიბრძვით ტიტულისთვის. ბარსელონა – ულამაზესი ქალაქია, “ბარსაში” მე გავიზარდე როგორც ფეხბურთელი. შემიძლია გამოვტყდე, რომ აქედან წასვლა ვერც კი წარმომიდგენია.
მე არ ვიცი აქვს თუ არა “პსჟ”-ს პერსპექტივა გაუთანაბრდეს ამ სეზონში დიდ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე. მე ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ მოიგონ “ლიგა 1” ამ ფეხბურთელებით, მაგრამ გუნდის აშენება დიდი საქმეა, რაც ძალიან დიდ დროს საჭიროებს.
“პსჟ”-ს სიტუაცია მე “მანჩესტერ სიტის” სიტუაციას მაგონებს. არც ისე ადვილია გუნდის შექმნა, როცა შენ გყავს ბევრი ფეხბურთელი მსოფლიოს მრავალი წერტილიდან” – დაასრულა მესიმ.
