ტიტო ვილანოვას გუნდმა გუშინ ”რაიო ვალეიკანო” დაამარცხა და პრიმერას 9 შეხვედრაში 8 გამარჯვება მოიპოვა, რის საშუალებითაც გუნდი პირველ პოზიციაზე იმყოფება. ეს შედეგი ასევე კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. მიმდინარე სეზონში 8 გამარჯვებით და 1 ფრით გუნდი გაუთანაბრდა ლუის ვან გაალის 1997/98 წლის ”ბარსელონას” სტარტს, რაც კლუბის რეკორდული მაჩვენებლია ლა ლიგაში.
რეკორდი შემდეგ კვირას შეიძლება მოისხნას
1997/98 სეზონში ლუის ვან გაალის შეგირდებმა 8 შეხვედრაში იმარჯვეს, 1 მატჩი ფრედ დაასრულეს, თუმცა მე-10 ტურის მატჩში, ”ნოუ კამპზე” დამარცხდნენ ”ვალიადოლიდთან” (1:2). ამგვარად ტიტო ვილანოვას მომავალ კვირას რეკორდის მოხსნის საშუალება მიეცემა, ”ბარსა” შინ ”სელტას” მასპინძლობს.
