მადრიდელი ტაქსისტი ”ბარსელონას” მარჯვენა მცველს, მარტინ მონტოიას საფულის ქურდობაში ადანაშაულებს, გვამცნობს ”El Mundo Deportivo”.
ინციდენტი 17 ოქტომბერს მოხდა, როცა 21 წლის ფეხბურთელი სასტუმროდან, რომელშიც ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები იყო დაბინავებული ”ბარახასის” აეროპორტში მიემგზავრებოდა. ტაქსისტი ამტკიცებს, რომ მონტოია მგზავრის ადგილზე იჯდა, სადაც მას საფულე ედო, რომელიც ამ მგზავრობის შემდეგ დაიკარგა.
”ყველა ცნობა იმის შესახებ, რომ მე ტაქსისტს საფულე მოვპარე სიმართლეს არ შეესაბამება” – განაცხადა ფეხბურთელმა საკუთარ ”ტვიტერზე”.
