ტიტო ვილანოვა არ მიიჩნევს, რომ მისი გუნდი იღბლიანი იყო იმის გამო, რომ ჟორდი ალბამ გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე გაიტანა. მწვრთნელი ფიქრობს, რომ გუნდი ”უიღბლო” იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ”ჩვენ ვიცოდით შეხვედრის მნიშვნელობა და მთელი შეხვედრა ვცდილობდით გოლის გატანას”. ვილანოვამ ასევე განაცხადა, რომ გუნდის მეტოქე ”ძალიან ძლიერი იყო და ძალიან კარგად ასრულებდნენ კონრ-შეტევებს”. ტიტომ დარბაზში შეკრებილ ჟურნალისტებს ასევე შეახსენა, რომ ”ადვილი არ არის, როცა მეტოქე გუნდის 10 ფეხბურთელი კარს იცავს. ჩვენ ვიმსახურებდით, რომ ბოლო წუთამდე გავსულიყავით წინ ანგარიშში”.
გუნდის დამოკიდებულება
ვილანოვა, რომელიც მოხარულია ”ნოუ კამპის” გამხნევებით ბოლო წუთამდე მიიჩნევს, რომ ამ სეზონში გამოჩნდა, რომ გუნდი ბოლო წუთამდე ცდდილობს გამარჯვებას: ”ეს გუნდი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძვით, ბოლო წამამდე. ადვილი არ არის ძლიერი გუნდების ბოლო წუთებზე დამარცხება”.
მწვრთნელმა ასევე მარკ ბარტრას ძირითადში დაყენებაზე გააკეთა კომენტარი: ”ბარტრას ძირითადში დაყენებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მივიღე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მარკი ამ შეხვედრაში ითამაშებდა. ვიცოდი, რომ ის დაგვეხმარებოდა, რადგან ძალიან სწრაფია და საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერია. თუკი ის პირველ გუნდშია ნიშნავს, რომ მე მჭირდება”.
ბოლოს მწვრთნელმა დაამატა: ”ძალიან მოხარული ვარ იმით, თუ როგორ თამაშობენ ფეხბურთელები და ვარჯიშობენ, მათ სახეებზე ყოველთვის ღიმილია. ეს საკმარისია ჩემთვის”.