”ბარსელონას” ხელმძღვანელობა გეგმავს სასამართლოში სარჩელი შეიტანოს საიტ ”defensacentral.com”-ის წინააღმდეგ, რომელმაც კლუბის მოთამაშეები დოპინგის მოხმარებაში დაადანაშაულა.
ამ ნაბიჯის გადადგმა კლუბმა ”defensacentral.com”-ზე გამოქვეყნებული სტატიის ანალიზის გაკეთების შემდეგ გადაწყვიტა. სტატიაში პირდაპირი პარალელებია გავლებული ცნობილი ველომრბოლელის, ლეს არმსტრონგის დოპინ სკანდალს და ”ბარსელონას” შორის. ამას გარდა სტატიაზე თან იყო დართული ლეო მესის ფოტო, რომელიც ფოტოშოპით არის შეცვლილი. სურათში ლეო მესის სამედიცინო შპრიცს კოცნის.
ამას გარდა სტატიაში შემდეგი ტექსტი წერია: ”აუცილებელია გავიხსენოთ, რომ არმსტრონგის ექიმი კლუბში მიიღეს სამუშაოდ, მესისთან მომუშავე 3 მწვრთნელიდან ორს კი პრობლემები ჰქონდათ ნორკომანებთან. ეს მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის გადაწყვეტს ვილარის და პლატინის კომპანია ლეო მესის შემთხვევის შემოწმებას. დადებითი პასუხი ალბათ გაცემული იქნება, სამართლიანობა იზეიმებს და ”ბარსელონას” ჩამოერთმევა ტიტულები, ”ოქროს ბურთები” და ბევრი რამ…”.
