ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ხოსე ანტონიო კამაჩომ ანალიზი გაუკეთა მადრიდის ”რეალის” და ”ბარსელონას” ასპარეზობას პრიმერა დივიზიონში.
კამაჩო მიიჩნევს, რომ ჟოზემ მოურინიოს შეგირდებისთვის ძალიან რთული იქნება ”ბარსელონასთან” 8 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა.
”მადრიდის ”რეალისთვის” ძალიან რთული იქნება ”ბარსელონაზე” დაწევა. 8 ქულა მცირე უპირატესობა არაა. ”ბარსას” აქვს პრობლემები, თუმცა ისინი საკუთარ მატჩებს იგებენ. ”რეალის” პრობლემა არა ”რეალი”, არამედ ”ბარსელონაა”, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე გამოსარჩევი ფეხბურთელი თამაშობს” – განაცხადა ხოსე ანტონიო კამაჩომ.
