დორტმუნდის ”ბორუსიას” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ესპანურ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი აზრით ლეო მესი ნიჭით კრუშტიანუ რონალდუს სჯობნის.
შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელებს ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში მადრიდის ”რეალთან” ელით შეხვედრა.
”მე მივიჩნევ, რომ მესი რონალდუზე ძლიერია. საქმე ისაა, რომ პორტუგალიელს საკუთარ თავზე ბევრი შრომა დასჭირდა, რათა დღევანდელ დონემდე მიეღწია. ის ნამდვილად გულმოდგინედ ვარჯიშობდა. მესის კი ამდენი მუშაობა არ დასჭირდა” – განაცხადა ლევანდოვსკიმ.
