მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოლივიერა: “ბარსელონა” არ არის საუკეთესო მსოფლიოში”

ოლივიერა: “ბარსელონა” არ არის საუკეთესო მსოფლიოში”

“დეპორტივოს” თავდამსხმელმა, ნელსონ ოლივიერამ პრიმერა დივიზიონის მე-8 ტურის მატჩის წინ “ბარსელონასთან” განაცხადა, რომ არ თვლის კატალონიურ გუნდს მსოფლიოში საუკეთესოდ. 

 

“ბარსელონა” არ არის საუკეთესო გუნდი მსოფლიოში. რა თქმა უნდა მათ უძლიერესი გუნდი ჰყავთ, მაგრამ არა საუკეთესო. “რეალი” ძალიან ძლიერია, მიუხედავად განსხვავებული სტილისა. არის ასევე “მანჩესტერ სიტიც” და კიდევ ბევრი სხვა გუნდებიც. მესმის, რომ ჩვენ ძალიან რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი გამარჯვებისთვის. ჩვენ შეგვიძლია “ბარსელონას” პრობლემები შევუქმნათ” – განაცხადა პორტუგალიელმა ესპანურ პრესასთან ინტერვიუში. 

 

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “დეპორტივოს” დაპირისპირება დღეს 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში