მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ საკუთარ შემტევ ფილოსოფიაზე ისაუბრა, რომელსაც ესპანელი სპეციალისტი ცდილობს თავის გუნდში დანერგოს.
“ჩემი ფილოსოფია – გამარჯვებაა. ყველა მატჩში გამარჯვებისთვის თამაშია საჭირო და ეს პუბლიკასაც უნდა დაანახო. მთავარია გაიმარჯვო და შემტევი ფეხბურთი აჩვენო. მე მირჩევნია 4:3 გავიმარჯვო ვიდრე 1:0, პრობლემა კი იმაშია, რომ “ბარსელონასთან” და “სელტიკთან” ჩვენ სამი გავუშვით მაგრამ ჩვენი ოთხის გატანა ვერ მოვახერხეთ. კიდევ ერთი მსგავსი პრობლემა, ჩვენ “ცსკა”-თან ორი გავუშვით მაგრამ გატანა საერთოდ ვერ მოვახერხეთ.
მე არ ვნერვიულობ, როცა გუნდი უშვებს. მე ვნერვიულობ მაშინ, როცა გუნდი ვერ ახერხებს გატანას, ჩემი მთავარი ამოცანა ის არის, რომ გუნდმა მუდამ ითამაშოს პირველ ნომრად და მუდამ ეძებდეს შანსს შეტევაში, ეს კი გამარჯვებას მოგვიტანს. მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაცვაში უყურადღებოდ ვიყოთ.” – განაცხადა ემერიმ.