“დეპორტივოს” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ლუის ოლტრამ განაცხადა, რომ შესაძლოა მისმა გუნდმა სასარგებლო შედეგს მიაღწიოს ლა ლიგის მე-8 ტურში, “ბარსელონასთან” გასამართ საშინაო შეხვედრაში, იტყობინება ესპანური პრესა.
ოლტრამ ასევე აღნიშნა, რომ კარგი თამაში ქულის აღების გარანტიას არ აძლევს.
“ვფიქრობ, რომ ამ მატჩში ჩვენ გვაქვს ჩვენი შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენ შევეცდებით გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა მე ვფიქრობ გამარჯვებაზე, მაგრამ ყველაზე მეტად მინდა, რომ გუნდმა საბრძოლო სულისკვეთება გამოავლინოს და ფეხბურთელები თავდაჯერებულნი იყვნენ. მინდა, რომ გუნდმა ითამაშოს ისე, როგორც მათ შეუძლიათ. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ სრულიად შესაძლებელია ჩვენ კარგი თამაში ვაჩვენოთ, მაგრამ მაინც დავმარცხდეთ” – განაცხადა სპეციალისტმა.
