მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსა” პუიოლს, ჩავი, მესის და ტელიოს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს

”ბარსა” პუიოლს, ჩავი, მესის და ტელიოს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს

 

”ბარსელონას” ხელმძღვენელობამ უკვე დაიწყო მუშაობა, რათა კლუბის რამდენიმე ფეხბურთელთან ხელშეკრულებები გაახანგრძლივოს.

 

რიგში პირველი კარლეს პუიოლია. ვეტერანი მცველის ხელშეკრულება კლუბთან 2013 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული, ამიტომაც კატალონიელებს მისი დაკარგვა არ სურთ. უახლოეს პერიოდში კლუბი კარლესთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას დდაიწყებს.

 

ლეო მესისთან ახალი კონტრაქტის შეთავაზებაზე ჩვენ უკვე გაცნობეთ. ”ლურჯ-ბროწეულისფერებს” არგენტინელ ფეხბურთელთან კონტრაქტის 2018 წლამდე გაფორმება სურთ.

 

ასევე ესპანურ პრესაში მიიჩნევენ, რომ სეზონის ბოლომდე ხელშეკრულებები გაუგრძელდებათ ჩავი ერნანდესს და კრისტიან ტელიოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში