მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მენეზესი: ”მსოფლიოში ვერაფერი შეედრება ესპანურ კლასიკოს”

მენეზესი: ”მსოფლიოში ვერაფერი შეედრება ესპანურ კლასიკოს”

 

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მანო მენეზესმა ესპანურ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალს ”ბარსელონას” და ”რეალის” დაპირისპირებას.

 

5 გზის ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ბოლო შეხვედრებში ორივე გუნდის ფეხბურთელები მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობენ, ხოლო უხეშმა მოქმედებებმა დაიკლო.

 

”ესპანური კლასიკო შესანიშნავი სანახაობაა. მსოფლიოში ვერაფერი შეედრება მას, ეს გამოწვეული მისი მონაწილე გუნდების თამაშის ხარისხით. სიმართლე გითხრათ ბოლო წლებში ძალიან ხშირი იყო უხეშობები. ადგილი ჰქონდა ასევე ღია სიუხეშეს. ახლა კი ორივე გუნდი მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს, მათ დაივიწყეს ძველი ომი და უთანხმოება” – განაცხადა მანო მენეზესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში