”ბარსელონას” პრეზიდენტს, სანდრო როსელს ძალიან აწუხებს ჭორები იმის შესახებ, რომ კატალონიური გუნდის ფეხბურთელებით სხვა კლუბები ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ”მანჩესტერ სიტის” სერხიო ბუსკეტსის გადაბირება სურს. როსელმა აღნიშნა, რომ ”ბარსელონას” წარმატებები ესპანეთში ბევრს არ მოსწონს.
”ამ ჭორებით ჩვენი დესტაბილიზაცია სურთ. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ”ბარსელონას” გამარჯვებები არ სურს, მათ შორის ესპანეთშიც. ბუსკეტსი, ისევე როგორც მესი, პუიოლი ან ჩავი უარს იტყვიან სხვა კლუბში გადასვლაზე, თუკი მათ წინადადებით მიმართავენ” – განაცხადა სანდრო როსელმა.
