დანი ალვესმა მადრიდის ”რეალთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში მოედანი 27-ე წუთზე დატოვა. ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო.
ლატარელი უფრო დეტალურ გამოკვლევას უახლოეს დღეებში გაივლის. შეგახსენებთ, რომ ”რეალთან” მატჩის შემდეგ დანი ბრაზილიის ნაკრების შეკრებაზე უნდა გამგზავრებულიყო და მონაწილეობა მიეღო ერაყთან და იაპონიასთან 11 და 16 ოქტომბერს გასამართ შეხვედრებში.
