”ბარსელონას” ცენტრალური მცველის, ხერარდ პიკეს მონაწილეობა მადრიდის ”რეალთან” შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა თავად ფეხბურთელს მატჩის გამოტოვება არ სურს.
”ექიმებმა შემატყობინეს, რომ პიკეს მდგომარეობა უმჯობესდება. თერაპია კარგ შედეგებს აჩვენებს” – განაცხადა ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ.
”მიუხედავად ყველაფრისა ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვი დარწმუნებით, რომ ის ”რეალთან” შეხვედრაში ითამაშებს. მისი თამაშის საკითხი შაბათს გადაწყდება” – განაცხადა მწვრთნელმა.
