workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აღდგენითი ვარჯიში კლასიკოს წინ

აღდგენითი ვარჯიში კლასიკოს წინ

 

”ბენფიკასთან” გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელები ”სიუტატ ესპორტივას” დაუბრუნდნენ. ის ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდნენ მსუბუქი დატვირთვით ვარჯიშობდნენ, ხოლო დანარჩენები, მათ შორის სერხი რობერტო, ტელიო, ოიერი, ილიე, პატრიკი და ლობატო სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ. გუნდი კვირას, მადრიდის ”რეალთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადება.

 

ყველაზე შესამჩნევი დანაკლისი კაპიტნის, კარლეს პუიოლის არყოფნა იყო, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში მარცხენა ხელის იდაყვი ამოიგდო. გუნდის დანარჩენი ტრავმირებული ფეხბურთელები, მათ შორის ხერარდ პიკე სპეციალურ ვარჯიშებს დარბაზში ასრულებდნენ.

 

დასვენების დღე ხუთშაბათს

 

ტიტო ვილანოვამ ფეხბურთელებს ხვალ დასვენების დღე მისცა. კვირას გასამართი შეხვედრისთვის მზადებას გუნდი პარასკევს, დილი 11 საათზე განაახლებს, შაბათის სესია კი საღამოს 6 საათზე ჩატარდება.

 

 

სურათები:

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward