“ბარსელონას” მცველმა, ხორდი ალბამ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “ბენფიკასთან” მატჩის წინ განაცხადა, რომ გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
“ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ კვლავ გავაღწიოთ ფინალში “უემბლიზე” და მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგის ტიტული.
რაც შეეხება “ბენფიკას”, ეს ძალიან ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაში ბრყინვალე ფეხბურთელები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ძალით შეეცდებიან პრობლემები შეგვიქმნან” – ციტირებს ალბას სიტყვებს გავლენიანი გამოცემა Goal.com.
აქვე შეგახსენებთ, რომ “ბენფიკასა” და “ბარსელონას” დაპირისპირება დღეს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
