მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: ”მე ნამდვილად არ ვიცი ჩავის და ინიესტას მსგავსად თამაში”

მესი: ”მე ნამდვილად არ ვიცი ჩავის და ინიესტას მსგავსად თამაში”

 

”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლეო მესიმ ჟურნალისტთან საუბრისას თამაშის საკუთარ სტილზე ისაუბრა.

 

 – თქვენ განაცხადეთ, რომ რთულია მოედანზე გაიმეორო ის, რასაც ინიესტა და ჩავი აკეთებენ. და ადვილია იმის გაკეთება რასაც თქვენ აკეთებთ?

 

 – იცით, მოედანზე მე იმას ვაკეთებ, რაც ვიცი. ყველაფერი იქითკენაა მიმართული, რომ გუნდს დავეხმარო. მე ნამდვილად არ ვიცი ჩავის და ინიესტას მსგავსი თამაში, მე მხოლოდ გუნდის დახმარებას ვცდილობ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად წაგება არ მიყვარს. ჩემთვის შეხვედრის მიზანი გამარჯვებაა და არა გატანილი გოლები. ზუსტად ასეთი განწყობით გავდივარ მოედანზე.

 

 – ტიტო ვილანოვა ამბობს, რომ თქვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ ისეთ სტილში თამაშობთ, როგორც 14 წლის ასაკში ასპარეზობდით…

 

 – ჩემი თამაშის სტილი დიდად არ შეცვლილა. ეს სიმართლეა. ასევე ნათელია, რომ ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაზეც ადრე წარმოდგენა არ მქონდა. მე დამეხმარა ის, რომ ბარსელონაში გადმოვედი. ”ბარსას” სისტემაში ბევრი რამ ვისწავლე – ტაქტიკა, თამაშის გაგება, ბურთის კონტროლი… გუშინდელ ვარჯიშზე 7 წლის ბავშვებს ვუყურებდი, ისინი ისევე თამაშობენ, როგორც ჩვენ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში