მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბენფიკა” – ”ბარსელონა”. მასკერანო მატჩის წინ

”ბენფიკა” – ”ბარსელონა”. მასკერანო მატჩის წინ

 

ხავიერ მასკერანომ იცის, თუ რას ნიშნავს ”და ლუზის” სტადიონზე თამაში. არგენტინელი დაუპირისპირდა ამ გუნდს 2009/10 წლის სეზონში, როცა ”ლივერპულის” რიგებში ასპარეზობდა. ”მე ვიცი, თუ რა რთულია ამ სტადიონზე თამაში და წარმატების მიღწევა. ”ბენფიკას” დიდ პატივს ვცემ, რადგან პირველად აქ ვნახე, თუ რას ნიშნავს რთული შეხვედრა” – განაცხადა არგენტინელმა, რომელმაც დაამატა, რომ ასევე დიდებულ ატმოსფეროს ქმნიან გულშემატკივრები.

 

”ბენფიკაზე” ფიქრის დროა

 

ფეხბურთელმა იცის, რომ ბევრის ყურადღება კვირას გასამართ კლასიკოზეა გადატანილი, თუმცა ის დიდ მნიშვენლობას ანიჭებს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას. ”ორივე შეხვედრა მნიშვნელოვანია, თუმცა ”ბენფიკასთან” გასამართი მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის უფრო ადრე იმართება. ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს კლასიკოზე ფიქრისთვის”. მასკერანომ ასევე აღნიშნა, რომ გუნდისთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია: ”ასეთ გუნდში თამაში იმას ნიშნავს, რომ შენ ზეწოლას განიცდი ყველა მატჩის მოგებისთვის. ყველა კვირა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა სასიცოცხლო მნიშვნელობის. კარგი შედეგის ვერ მიღება არ ნიშნავს, რომ ტურნირს ვეთიშებით”.

 

”ჩვენ უმაღლესი დონის გუნდი ვართ”

 

როდესაც ფეხბურთელს ბოლო შეხვედრების ”ქამბექებზე” შეეკითხნენ მან განაცხადა: ”შედეგები და მატჩების მიმდინარეობა ყოველთვის განსხვავებულია. სურვილი მაქვს, რომ მატჩები უფრო მშვიდი იყოს, რომელსაც უფრო ადვილად მოვიგებთ. თუმცა შეხვედრების ანალიზის შემდეგ ჩანს, რომ ვჯობდით ”გრანადას”, ”სპარტაკს” და ”სევილიას”. როცა მას ბოლო შეხვედრაზე შეეკითხნენ ზახი გაუსვა იმას, რომ ”სტუმრად თამაში ”სევილიასთან” ყოველთვის რთულია, თუმცა ჩვენ არასდროს ვნებდებით”.

 

სონგის თამაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე

 

მასკერანომ ”სევილიასთან” შეხვედრაში დაცვის ცენტრში ალექს სონგის გვერდით ითამაშა, კამერუნელზე მან განაცხადა: ”მან დიდი სამუშაო ჩაატარა. ვფიქრობ, რომ დოის გასვლის შემდეგ ის კიდევ უკეთ ითამაშებს. ის მოვიდა გუნდიდან, რომელიც ”ბარსელონას” სტილში თამაშობს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში