მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუ: “დეპორტივოსთან” გამარჯვება მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება”

რონალდუ: “დეპორტივოსთან” გამარჯვება მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ გუშინ “დეპორტივოსთან” გამარჯვების შემდეგ (5:1) კომენტარი გააკეთა. 

 

“მატჩის დასაწყისში ჩვენ ცუდად გამოვიყურებოდით, მაგრამ შევძელით მატჩის შემოტრიალება და იდეალური ქამბექი გამოგვივიდა. 

 

არბელოა და ალონსო სათადარიგოთა სკამზე? ჩვენ უნდა გვესმოდეს და მივიღოთ მწვრთნელის გადაწყვეტილებები. მას მუდამ კარგი გუნდი სურს. წინ გრძელი სეზონი გველის და საჭიროა ფორმაში ვიყოთ. 

 

ჩვენ არ მივცემთ საკუთარ თავს შეცდომები დავუშვათ. ჩვენ გვესმის რა გველის ბარსელონაში. “კამპ ნოუზე” გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ საკუთარი ძალების კონცენტრირებას მოვახდენთ” – ციტირებს კრიშტიანუ რონალდუს სიტყვებს El Mundo Deportivo.

 

“ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირება კი 7 ოქტომბერს გაიმართება “ნოუ კამპზე”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში