“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა, მიჩელ გონსალესმა, ლა ლიგის მე-6 ტურში კატალონიის “ბარსელონასთან” მატჩის წინ მედიასთან ისაუბრა.
“იმისათვის, რომ “ბარსელონა” დავამარცხოთ უნდა ვაჩვენოთ გაცილებით უფრო ძლიერი თამაში, ვიდრე ეს “რეალთან” შევძელით (1:0). არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ეს თამაში ჩემთვის დიდ ინტერესს იწვევს.
ხიფათს “ბარსელონას” ყველა ფეხბურთელი იწვევს და არა მხოლოდ მესი. ამიტომ არ შეიძლება მთელი ძალები მესის წინააღმდეგ გამოვიყენოთ, თუ მას დავკეტავთ სხვა გაიხსნება. საჭიროა სისტემატიურად ვიმოქმედოთ” – ციტირებს მიჩელ გონსალესის სიტყვებს AS.
შეგახსენებთ რომ “სევილიისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება დღეს გაიმართება.


