მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: ”ნეიმარისთვის ვიბრძოლებთ, თუმცა ფული გადახდილი არ გვაქვს”

ბართომეუ: ”ნეიმარისთვის ვიბრძოლებთ, თუმცა ფული გადახდილი არ გვაქვს”

 

”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ბარსელონამ” ნეიმარის შესაძენად წინასწარ გადაიხადა თანხა.

 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტის, ლუის ალვარო დე ოლივეირას განცხადებით ნეიმარი ”ბარსელონას” რიგებში 2014 წელს გადავა.

 

”ნეიმარს აქვს მოქმედი კონტრაქტი ”სანტოსთან”. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც იდეალურად ჩაეწერება გუნდის სათამაშო სქემაში. ჩვენ ფული არ გადაგვიხდია, თუმცა თუკი ფეხბურთელს ევროპაში თამაშის სურს, მაშინ მის შესაძენად ვიბრძოლებთ” – დაასრულა ბართოემეუმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში