მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სონგი: “სანერვიულო არაფერია”

სონგი: “სანერვიულო არაფერია”

კატალონიის “ბარსელონას” კამერუნელმა ლეგიონერმა, ალექს სონგმა განაცხადა, რომ ასეთ კლუბში გადასვლის შანსი ცხოვრებაში შესაძლოა ერთხელ მოგეცეს.

 

“პირველად მე “ბარსელონას” ინტერესზე ივლისში გავიგე. ისინი უკავშირდებოდნენ “არსენალს”, შემდეგ კი უკვე ვენგერმა შემატყობინა, რომ ისინი ჩემით იყვნენ დაინტერესებულნი.

 

ძალიან რთული იყო ლონდონიდან წამოსვლა და თანაგუნდელებთან დამშვიდობება. რაც მათ ჩემთვის გააკეთეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ “ბარსელონაში” გადასვლის შანსი ცხოვრებაში ერთხელ მოგეცემა. 

 

მე ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი ისურვებს. მე უკვე რამდენიმეჯერ ვითამაშე დაცვაში, ასე რომ სანერვიულო არაფერია” – დაასრულა სონგმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში