მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ჩავის გაუხანგრძლივებს

“ბარსელონა” ჩავის გაუხანგრძლივებს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობას სურს დაიწყოს მოლაპარაკებები 32 წლის ესპანელი ჩავის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ჩავი ერნანდესის მიმდინარე კონტრაქტი ძალაში 2014 წლამდეა, იტყობინება AS.

 

კლუბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გუნდი მზად არის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს უკეთესი ფინანსური პირობებით. ფეხბურთელის აგენტმა, ივან კორტეხამ კი ასეთი განცხადება გააკეთა: “ჩვენ მადლობელნი ვართ კლუბის, ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში არ შევა.”

 

ჩავი “ბარსელონაში” 1998 წლიდან გამოდის, დღემდე კი მან ესპანეთის ჩემპიონატი ექვსჯერ მოიგო, ასევე მოიგო ქვეყნის 2 თასი, 5 სუპერთასი, 3 ჩემპიონთა ლიგა და 2 უეფას სუპერთასი.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში