მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰლები: ”ვფიქრობდი, რომ ”სპარტაკს” ”ბარსა” 3-4 ბურთის სხვაობით მოუგებდა”

ჰლები: ”ვფიქრობდი, რომ ”სპარტაკს” ”ბარსა” 3-4 ბურთის სხვაობით მოუგებდა”

 

ბელარუსის ”ბატეს” ნახევარმცველმა, ალექსანდ ჰლებმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეხვედრას ელოდა ”ბარსელონას” და ”სპარტაკს” შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩში.

 

”სიმართლე რომ ვთქვა – ანგარიშმა გამაკვირვა. მე ვფიქრობდი, რომ ”ბარსელონა” 3-4 ბურთის სხვაობით გაიმარჯვებდა. ბიჭებმა კარგად ითამაშეს, რადგან ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდს. ”სპრტაკს” 20 წუთი არ ეყო, რათა ბარსელონადან 3 ქულა წამოეღო. საწყენია, რომ გუნდმა ქულები ვერ დააგროვა, თუმცა ეს ემერის ფეხბურთელებისთვის უდიდესი გამოცდილების მიღებაა” – ალექსანდ ჰლების სიტყვებს რუსული პრესა ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში