“მანჩესტერ სიტის” ბელგიელმა კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ განაცხადა, რომ არ აპირებს დატოვოს “ქალაქელები”.
“მე დამჭირდება გარკვეული დროის დახარჯვა, რათა სხვა კლუბში ისეთ დონეზე ვითამაშო როგორც ამას “სიტიში” ვაკეთებ. მე არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა.
ამის გარდა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გავიმარჯვებ “ბარსელონაში” და “რეალში” ისე როგორც “ქალაქელების” შემადგენლობაში. მე მაინც არ მინდა, რომ სხვა ფეხბურთელებთან ჩრდილში ვიყო, სჯობს ისევ “მანჩესტერ სიტის” კაპიტნად დავრჩე” – ციტირებს კომპანის სიტყვებს Sky Sports.
