მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”მანჩესტერ სიტის” ”ბარსელონას” 3 ახალგაზრდა ტალანტის გადაბირება სურს

”მანჩესტერ სიტის” ”ბარსელონას” 3 ახალგაზრდა ტალანტის გადაბირება სურს

”მანჩესტერ სიტი” ცდილობს ”ბარსელონადან” 3 ახალგაზრდა ტალანტი გადაიბიროს, რომლებზედაც კატალონიელები დიდ იმედებს ამყარებენ.

ინგლისური კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, ფერან სორიანო, რომელიც ადრე კატალონიურ კლუბში მუშაობდა 3 ფეხბურთელის გადაბირებას ეცდება. ესენი არიან 21 წლის კრისტიან ტელიო, უნიჭიერესი ნახევარმცველი, სერხი რობერტო და 18 წლის ჟერარდ დეულოფეუ.

კრისტიან ტელიო გასული სეზონიდან პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თავის გამოჩენის საშუალება ხშირად ეძლევა. ასევე ეძლევა შანსი სერხი რობერტოსაც. დეულოფეუ კი ჯერ-ჯერობით ”ბარსელონა ბ”-ს რიგებში ასპარეზობს, თუმცა კატალონიელებს მასთან კონტრაქტის 2017 წლამდე გახანგრძლივება სურთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში