ტიტო ვილანოვა მოხარულია, რომ გუნდმა ისეთ 2 რთულ მოედანზე მოიპოვა გამარჯვება, როგორებიც პამპლონაში და მადრიდშია. ”ჩვენ კიდევ ბევრი გასვლითი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. ვილანოვამ აღნიშნა, რომ მოხარულია შესაძლო 12 ქულიდან ყველას აღებით”.
”კოლისეუმ ალფონსო პერესზე” გამართულ შეხვედრაზე მწვრთნელმა განაცხადა: ”შეხვედრას დაწყებიდან ვაკონტროლებდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გასულ სეზონში აქ დავმარცხდით. ფეხბურთელებმა დიდი მოთმინება აჩვენეს 90 წუთის განმავლობაში, მათ ბევრი გოლის გატანა შეეძლოთ. სასიხარულოა, რომ წელს გავიმარჯვეთ იმ მოედნებზე, სადაც შარშან დავმარცხდით – პამპლონაში და მადრიდში”.
გავაგრძელოთ გაუმჯობესება მოგება
ტიტო არ ფიქრობს იმაზე, რომ ამ სტადიონზე გამარჯვებამ მისი რეპუტაცია აამაღლა: ”მე ამაზე არ ვფიქრობ. ჩვენ ლიგის მხოლოდ 4 მატჩი ჩავატარეთ. ჩემს თავს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ გუნდი გავაუმჯობესო და გავაგრძელოთ მოგება”.
მწვრთნელმა ასევე ისაუბრა ფეხბურთელზე, რომელმაც 4 ბურთიდან 2 გაიტანა: ”მე დილით ვესაუბრე მას. პრე-სეზონში მან კარგად იმუშავა და რამდენიმე რთულ მატჩში მიიღო მონაწილეობა. გუნდს ის 2 სრულად ჩატარებული შეხვედრის და დიდხნიანი ფრენის შემდეგ დაუბრუნდა. ძირითად შემადგენლობაში უფრო დასვენებული ფეხბურთელები დავაყენე, ლეო კი მაშინ შევიდა მოედანზე, როცა თამაში უფრო გაიხსნა”.
ბოლოს ვილანოვამ შეაქო ტიაგო: ”მე ვიცი მისი შესაძლებლობა თამაშის წაკითხვის, მისი მონდომება და როგორი მოწადინებულია თამაშისთვის”. მწვრთნელმა ასევე შეაქო ჩავი და სესკი.



