“ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ კლუბში მას ყველაფერი წესრიგში აქვს, იტყობინება ესპანური პრესა.
ბევრი ამ მომენტისთვის პრესაში იმას კითხულობდა, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი “ბლაუგრანაში” თავს კომფორტულად არ გრძნობდა, იგი არც ისე ხშირად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში. ფაბრეგასმა კი განაცხადა, რომ კარგად ჰქონდა გააზრებული “არსენალის” დატოვების შემდეგ სად და რაზე იყო წამსვლელი.
“მე კმაყოფილი ვარ “ბარსელონაში”, კლუბი კი კმაყოფილია ჩემით. ვფიქრობ მე გუნდში ადაპტაცია კარგად გავიარე. მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ და განვაგრძობ მუშაობას. წინა სეზონი ჩემთვის პოზიტიური იყო, ვცდილობ ყოველ დღე ჩემს თავს რაღაც შევძინო. მინდა ვითამაშო ისე, როგორც შემიძლია” – განაცხადა ფაბრეგასმა.
