ლონდონის “არსენალის” კაპიტანმა, სესკ ფაბრეგასმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი იმის შესახებ, რომ “ბარსელონას” რიგებში სურს ჩარიცხვა. ინგლისური პრესა იუწყება, რომ ფაბრეგასმა არსენ ვენგერს და მის მენეჯერს სთხოვა კონტრაქტის გაწყვეტა ლონდონურ კლუბთან. ‘Daily Mail’-ის ინფორმაციით, “არსენალს” კატალონიელებმა 30 მილიონი და ტურე შესთავაზეს.არსენ ვენგერს კი 42 მილიონი და ტურე სურს.ლონდონელბმა კაპიტანი 70 მილიონად შეაფასეს. ყველაფერი კი 1 ივლისს გადაწყდება, როდესაც სანდრო როსელი ოფიცალურად გახდება “ბარსელონას” ახალი პრეზიდენტი.
წყარო: marca.com


